ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში - საერთაშორისო ორგანიზაციამ დღეს კონკურსი გამოაცხადა. პრიზები ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკაში გადაეცემათ. დამატებით კი, ევროკავშირის მისია საკუთარ პრიზს გადასცემს, რომელიც ე.წ. მშვიდობის ჟურნალისტიკის თემაზე შესრულებული ნამუშევარი მიიღებს.
კონკურსი საქართველოში ევროკავშირის ორგანიზებით, 2012 წლიდან ტარდება. გამარჯვებული ნამუშევარი და ავტორი სხვადასხვა კატეგორიაში მომავალ წელს გამოვლინდება.
„კონკურსი ევროკავშირის ორგანიზებით ყოველწლიურად პრესტიჟული ხდება და სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა ჟურნალისტებიც იღებენ მონაწილეობას, რაც დადებითი პროგრესის მაჩვენებელია. საქართველოში ჟურნალისტიკა ნამდვილად ცდილობს განვითარებას და ეს მისასალმებელია,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.