Mercedes-Benz Fashion Week დამთვალიერებელს სეზონის არა ერთ გამოფენაზე ეპატიჟება. კლასიკური ჩვენებების დიზაინერების შემოქმედების ნაწილი - თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეებში გამოიფინება.
Mercedes-Benz Fashion Week ხვალიდან 8 მაისის ჩათვლით ფართო საზოგადოებას, მოდის მოყვარულებს, ბაიერებსა და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლების მრავალრიცხოვან - აუდიტორიას 40-ზე მეტი დიზაინერის ახალ ხედვებს წარუდგენს.
დიზაინერები საკუთარი ნამუშევრებით იმის წარმოჩენას შეეცდებიან, რომ მოდა ხელოვნების ნაწილია.