ავარია თეთრიწყაროს რაიონში. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. მეორე ავტომობილში მსხდომმა მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
შემთხვევა დაახლოებით საღამოს 6 საათზე მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი 2-ს განუცხადა, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მე7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევამ ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.