ცოტა ხნის წინ სროლა იყო ჯავახიშვილის ქუჩის 48 ნომერში. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც თვითმხილველებმა რუსთავი 2-ის კორესპონდენტს განუცხადეს, მამაკაცი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მას რამდენჯერმე ესროლეს. ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდარის დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.