მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობის ეზოში დღეს პროექტის, ქალაქი ბიბლიოთეკაა, პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის წარდგენას დედაქალაქის მერი, დავით ნარმანიაც ესწრებოდა.
ღონისძიების პარალელურად, ახალი საქართველოს წევრებმა სიმბოლური აქცია გამართეს. მათ შენობის წინ ლისის ტბის ტერიტორიაზე დამწვარი ხეების ფოტოები გამოფინეს. აქციის მონაწილეებს აინტერესებდათ, თუ რატომ დაიწვა ტბასთან არსებული ტყის მასა, თუმცა თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა მათ სკვერში შესვლისა და მერთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.