18 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ოპოზიცია კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვას "მთავრობის თამაშს" უწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის საყოველთაო სახალხო განხილვას ემიჯნებიან, რადგან მათი აზრით, ეს „მთავრობის თამაშია.“

„ეს იქნება ბიუროკრატიული განხილვა, ეს იქნება ქართული ოცნების აქტივისა და საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების ძალით მოყვანა და შემდეგ ტელევიზიებით გაშუქება, თითქოს და კონსტიტუციას განიხილავს ხალხი. ეს არის მთავრობის თამაში, რომელშიც შესაძლოა ჩათრეული აღმოჩნდეს უამრავი ადამიანი,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ჩართვა საერთო სახალხო განხილვებში, მნიშვნელოვანია.

ევროპული საქართველოსთვის პრიორიტეტულია, რომ ჩატარდეს საყოველთაო სახალხო გამოკითხვა, პლებისციტი და ამისთვის ხელმოწერების შეგროვებასაც ვიწყებთ, რათა მთავრობას დავუდოთ 100 ათასობით ხელმოწერა და ვუთხრათ, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს როგორი ცვლილებების შევიდეს კონსტიტუციაში,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საერთო სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. ირაკლი კობახიძე აპირებს, რომ ყველა რეგიონში პირადად ჩავიდეს. მაისის ბოლოს, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში სავარაუდოდ უკვე მაისის ბოლოს შევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები