"სამი ქვეყანა - ერთი ენა"- ამ სლოგანით თბილისში გერმანული ენის თვე გაიხსნა.
გერმანული ენის თვე წელს 25 ივნისამდე გაგრძელდება. ამ ინიციატივის ფარგლებში თბილისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება საქართველოში უკვე მეხუთედ აღინიშნება.
„ეს თვე მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის საელჩოების დაგეგმილია. გერმანული ენის თვის მიზანი ჩვენი ენის პოპულარიზაციაა,“- განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში მონიკა ლენჰარდმა.
ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი კი აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს გერმანული კუტურის განვითარებას.
„გერმანული ენის თვე საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ავსტრიისთვის, რადგან ჩვენი საელჩო ახალი გახსნილია და ეს გვაძლევს საშუალებას წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურა, გერმანია და ავსტრია განსხვავებული ქვეყნებია მაგრამ ჩვენ გვავს ერთი ენა, რაც რა თქმა უნდა კულტურის შემადგენელი ნაწილია,“ -განაცხადა არად ბენკომ.