დღეიდან თბილისში Mercedes-Benz Fashion Week იწყება. 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი დიზაინერი 2017-18 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს სხვადასხვა სივრცეებში წარმოადგენენ, თუმცა ძირითადი ლოკაცია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი იქნება.
მოდის კვირეულის მეხუთე სეზონი სემინარებით, ექსპოზიციებითა და შოუებითაც გამოირჩევა. Mercedes-Benz Fashion Week თბილისის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. კვირეული დედაქალაქში 8 მაისი ჩათვლით გაგრძელდება.