18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. კლინიკაში 21 განყოფილებაა და 210 პაციენტზეა გათვლილი. ცენტრი აღჭურვილია უახლესი სამედიციონო აპარატურით და ფუნქციური ავეჯით. სამედიციონო დაწესებულების ინფრასტურქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„ჩვენს ჰოსპიტალურ სექტორს ემატება კიდევ ერთი ახალი პოლიპროფილური კლინიკა, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და მთლიანად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც ზოგადად ჩვენი სისტემა უყენებს ასეთ კლინიკებს,“-განაცახადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

დღის ამბები