18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი კვლავ შეჩერებულია - განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ამ დრომდე არ აღდგენილა. პედაგოგებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. სკოლის მასწავლებლები და მშობლები პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვით ამ სკოლის პირველ კლასელები სწორედ 162-სკოლაში ივლიან. მათი აზრით, განათლების სამინისტრო ხარჯების ოპტიმიზაციას და საბოლოოდ 162-სკოლის დახურვას გეგმავს.

პედაგოგები სკოლის დირექტორის, სოფიო ფანცულაიას მიერ თანამდებობის დატოვებას ითხოვენ. თავის მხრივ, სოფიო ფანცულაია აცხადებს, რომ მემორანდუმზე ხელის მოწერამდე პედაგოგების კოლექტივი საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა. დირექტორი გადადგომისთვის მზად არის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური კი ამბობს, რომ სკოლებს შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებს საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის მოსმენის შემდეგ რატომღაც გააკეთეს დასკვნა, რომ სკოლა გარკვეული რისკის ქვეშ არის. თუ სკოლებს არ ექნებათ თანამშრომლობის სურვილი, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამასაც ერთმანეთთან შეათანხმებენ, იმიტომ რომ 2 სკოლას შორის თანამშრომლობა განისაზღვრება სწორედ სკოლების მიერ და არ ხდება ზემოდან და გარე პირების მხრიდან მართვა,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები