სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სახელწოდების საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. ომბუდსმენი პირადი მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება-შეძენა-შენახვისა და დამზადებისთვის, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას ითხოვს.
მათ შორის, საუბარია ადმინისტრაციული წესით პატიმრობის გაუქმებაზე. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული სანქცია არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს და კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს.