ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს კონსულტაციებსა და ტექნიკურ დახმარებას, გაცვლით ვიზიტებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პერსონალის მომზადებას, ახალი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებისა და რეაგენტების გადაცემას საქართველოსთვის და ასევე, ფინანსურ მხარდაჭერას ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების საშუალებით.
2009 წლიდან მოყოლებული აშშ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააუმჯობესოს ქვეყნის შესაძლებლობები ადამიანისა და ცხოველის დაავადებების პრევენციის, აღმოჩენისა და მათზე რეაგირების სფეროში.