162-ე სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს სავარაუდოდ განახლდება. ამის შესახებ კურიერს სასწავლო ნაწილის გამგემ განუცხადა. დალი შარაშენიძის თქმით, მინისტრი მათ შეპირდა, რომ გაუქმდება პირველ ექსპერიმენტალურ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმი. 162-ე სკოლის დირექტორი კი დალი შარშანეიძის თქმით, თანამდებობის დატოვებას აპირებს.
გუშინ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზი სწორედ ის მემორანდუმი გახდაა, რომლის შესახებაც არ იყვნენ ინფორმირებული არც პედაგოგები და არც მშობლები. შეთანხმების მიხედვითაც, 162-ე საჯარო სკოლის შენობაში პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ხუთი დაწყებითი კლასი უნდა განთავსებულიყო.
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინციდენტი უკვე ამოწურულია.