ძალა ევროპაშია - ამ კამპანიის ფარგლებში, დღეიდან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ხალხთან შეხვედრებს იწყებს. მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და რუსული აგრესიის პროპაგანდის საფრთხეებზე. მათი აზრით, მსგავსი ღონისძიებები განსაკთრებით აქტუალურია ვიზალიბერალიზაციის შემდეგ და მიაჩნიათ, რომ ამ პროცესში ხელისუფლებაც აქტიურად უნდა ჩაერთოს.
"ჩვენ გადავედით უკვე ევროპასთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე. ბევრად უფრო ახლოს ვართ ჩვენს საბოლოო მიზანთან, რომ საქართველო გახდეს ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი. თუმცა, წინ კიდევ ძალიან დიდი გზა არის და ახლა ჩვენი კამპანიის მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება ეფექტურად ვებრძოლოთ იმ ანტი დასავლურ პროპაგანდას, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის არის პრობლემა, არამედ ყველა დასავლური ქვეყნისთვის," - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მედია პროექტების კოორდინატორმა ნინო რობაქიძემ.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები რეგიონებშიც.