18 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
„საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ - სამოქალაქო სექტორს შეკითხვები აქვს

საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ კანონპრექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს სამოქალაქო სექტორს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ კანონში საბაგირო მოწყობილობების საკითხის გაჩენა შესაძლოა პანორამა თბილისის პროექტს უკავშირდებოდეს.

მათი აზრით, ახალ რედაქციაში დაუსაბუთებელია, რით არის განპირობებული სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟების დროს, საკუთრების ჩამორთმევის დაკანონება.

ორგანიზაციის განმარტებით, ქონების ჩამორთმევის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

„ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეიძლება გამოყენებული იქნეს პანორამა თბილისის პროექტისთვის, სრულიად არ არის აზრს მოკლებული და სამომავლოდ, ამ პროექტის განმახორციელებელს თავისუფლად შეუძლია მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს და გახდეს ექსპოპრიაციის მაძიებლის სტატუსის მატარებელი,“ - აცხადებს საიას იურისტი სოფიო ჭარელი. 

დღის ამბები