18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
"ქალაქში დაძრწის ყაჩაღი " - "გირჩი" "სითი პარკის" პოლიტიკას აპროტესტებს

პოლიტიკური პარტია გირჩი სითი პარკის პოლიტიკას აპროტესტებს და მის გაუქმებას ითხოვს. იაგო ხვიჩიას განცხადებით, ისინი კანონმდებლობაში ორი დებულების შეცვლას ითხოვენ.  

“დღეს სრულდება 10 წელი მას შემდეგ, რაც ქალაქში დაძრწის ყაჩაღი, ყაჩაღი რომელიც იტაცებს ჩვენს ავტომობილებს, რომლებიც არ აფერხებენ მოძრაობას. ქალაქში დაძრწის ყაჩაღი, რომელიც გვაჯარიმებს 10 ლარით და პირგასამტეხლოთ თუ საურავად გვიმატებს 190 ლარს. ქალაქში დაძრწის ყაჩაღი, რომელსაც ფეხზე კიდია საქართველოს სასამართლოს პრაქტიკა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს მზად ვართ შევთავაზოთ საქართველოს ხელისუფლებას გამოსავალი. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს ან მთავრობას, შეცვალოს ორი დებულება კანონმდებლობაში. პირველი, საურავი ნაცვლად 150 ლარისა, გახდეს 20 ლარი ან საერთოდ არაფერი და მეორე, მანქანების გადაყვანა საჯარიმო ადგილზე არ მოხდეს მხოლოდ სითი პარკის გადაწყვეტილებით, ფაქტი დაადგინოს საპატრულო პოლიციამ და მას შემდეგ იყოს შესაძლებელი გადაყვანა საჯარიმო ადგილზე,“ - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები