18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურჯაანის რაიონში ღვინის საწარმო დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურჯაანის რაიონში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ღვინის საწარმო დაათვალიერა. ლევან დავითაშვილმა, კახეთის რეგიონის გუბერნატორთან და პროექტ შეღავათიანი აგროკრედიტის წარმომადგენელებთან ერთად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ღვინის საწარმო დაათვალიერა.

საწარმოში, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 300 ტონამდე ყურძნის გადამუშავება ხდება. 

საწარმოში ჯამურად 3 მილიონ 350 ათასი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600 ათას ამერიკულ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

დღის ამბები