18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
საქართველო ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომაზე აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად აირჩიეს

ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომაზე, აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად საქართველო აირჩიეს. ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის მმართველ საბჭოს სხდომაზე 3 კანდიდატს, საქართველოს, უნგრეთსა და ჩეხეთს, შორის არჩევანის გაკეთების შემდეგ პოლიციის აკადემიას სხვადასხვა აქტივობის არეალი გაუფართოვდა. 

საჭოს გადაწყვეტილების ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მიეცემა საშუალება უფრო ხშირად აწარმოოს გაცვლითი პროგრამები და სხვადასხვა აქტივობა.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ქართულმა სასწავლებელმა თანამშრომლობის მემორანდუმი  ლვოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთანაც გააფორმა.

დღის ამბები