18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის 11 შუამდგომლობიდან სასამართლომ არცერთი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის 11 შუამდგომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა. სახელმწიფო ბრალდებას კი მოსამართლემ სხდომის დახურვის მოთხოვნის გარდა, მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზეც დათანხმდა. სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს, დაცვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის წინა სასამართლო სხდომა დეკანოზის განცხადებისდა მიუხედავად დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა სხდომის დახურვის ერთ-ერთ მიზეზად მართმადიდებლური ეკლესიის ინტერესებს ასახელებდა, საპატრიარქოს იურისტი თანახმა იყო, რომ სკანდალური საქმე საჯარო სხდომებზე განხილულიყო.

ბრალდებულის მეგობრებმა დღეს პირველად ისაუბრეს, რომ დეკანოზის მისამართით მუქარა, მის დაკავებამდე ხორციელდებოდა. სახელმწიფო ბრალმდებელი კი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე ყველა მათ მტკიცებულებას მიიღებს და სკანდალურ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. 

დღის ამბები