18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინზე მოძრაობა 3 თვის განმავლობაში ეტაპობრივად გადაიკეტება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო პეკინის გამზირი სამი თვით გადაიკეტება. დაგეგმილია ასფალტის საფარისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ზაფხულის თვეებში შეზღუდული იქნება, ზოგ შემთხვევაში კი მთლიანად ჩაიკეტება.

„3 თვის განმავლობაში ეტაპობრივად გადაიკეტება, არა სრულად, არამედ ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ გამოვაცხადებთ პეკინის გამზირი. მოხდება ჯერ მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული გამოცვლა, შემდეგ დაიგება გზის საფარი, მოწესრიგდება ტროტუარები, ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს მივიღებთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

დღის ამბები