ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმა გიორგობა აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა ბატალიონის კაპელანმა ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი მტკიცე მხარდაჭერის მისიას 2017 წლის აპრილიდან ასრულებს. ქართველი ჯარისკაცების მთავარი ამოცანა ავიაბაზის პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვაა.