ნაძალადევის რაიონში რეაბილიტირებული სკვერი დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. სამუშაოებში ბიუჯეტიდან 150 ათას ლარამდე დაიხარჯა.
დავით ნარმანიას განცხადებით, სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის სხვა უბნებშიც გაგრძელდება.
„უახლოეს რამდენიმე დღეში რაიონული გამგეობის მხრიდან ფანტანი აღდგება და, შესაბამისად, კარგი რეკრეაციული სივრცე იქნება. თითო რაიონის ტერიტორიაზე, მინიმუმ, 10 ასეთი სკვერი, პარკი განახლდება იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ უფრო მეტი მწვანე და დასასვენებელი სივრცე გვქონდეს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.