ევროპის დღეები 2017 რამდენიმე წუთის წინ სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში გახსნეს.
ევროკავშირის წარმომადგენლობა წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, ევროპის დღეს რიყის პარკში აღნიშნავს. რიყეზე შეკრებილებს ევროკავშირის ელჩი და საქართველოს პრეზიდენტი მიმართავენ.
„ჩვენს ევროპულ არჩევანს, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი თანამემამულეები იცავდნენ თავიანთი სიცოცხლით. როდესაც ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები, ჩვენ ეს არჩევანი ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ და ვთქვით, რომ საქართველო არის ევროპულ-ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოხარულია, რადგან რიყის პარკში აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება.
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ 25 მაისამდე 50-მდე ღონისძიება იქნება დაგეგმილი.
„ძალიან სასიხარულოა, ის რაც ხდება დრეს აქ,“ - აღნიშნა დოლიძემ.
დღეს დილიდან ევროპული სოფელი სპეციალურად მოეწყო, სადაც ევროკავშირის 18 ქვეყნის სტენდია წარმოდგენილი.
ასევე, ნატო-სა და ევროკავშირის სტენდთან პასპორტის აღების შემდეგ ყველა პროცედურაა ნაჩვენები, თუ რა არის საჭირო უვიზოდ მოგზაურობის დროს.