ევროპის დღეები - რიყის პარკის სპეციალურად ამ დღისთვის ევროპული სოფელი მოეწყო სადაც ევროკავშირის 18 ქვეყნის სტენდია წარმოდგენილი. ნატო-სა და ევროკავშირის სტენდთან პასპორტის აღების შემდეგ მოქალაქეებს ყველა ის პროცედურა წარუდგინეს, რაც უვიზოდ მოგზაურობის დროს არის საჭირო.
რიყის პარკში შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა მიმართეს. რიყის პარკში სპეციალურად მოწყობილ ევროპულ სოფელში მარგველაშვილი დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს გამოეხმაურა.
ევროპის დღეებზე ევროპულ სოფელში სხვადასხვა მუსიკალური წარმოდგენები და პერფომანსები, ქართულმა საბავშვო გუნდებმა გამართეს.
ევროპული დღეებს საქართველო კიდევ ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო ლექციებითა და გამოფენებით აღნიშნავს.