18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
სავალალო მდგომარეობაში მყოფი დავით გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი მონასტერი - საბერეებს განადგურება ემუქრება

დავით გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი მონასტერი, საბერეები სავალალო მდგომარეობაშია. 9-10-ე საუკუნეებით დათარიღებულ კედლის უნიკალურ მხატვრობას, რომელიც გაცილებით ძველია ვიდრე ვარძიის, გელათის ან ნიკორწმინდის მხატვრობა, განადგურების საფრთხე როგორც ბუნებრივი პროცესებისგან, ისე ვანდალებისგან თანაბრად ემუქრება. მიუხედავად მუზეუმ ნაკრძალის სტატუსისა, ის აბსოლუტურად დაუცველია.

მღვიმეში კარგად იკითხება ვანდალების ხელნაწერები, შესრულებული ფანქრით და ბასრი საგნითაც კი, ზოგან 5 სანტიმეტრის სიღრმის ტვიფარი. 

ბოლო ორი წარწერა ძეგლზე 2017 წლით არის დათარიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საბერეები გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის საზღვრებში მდებარეობს, მას ელემენტარული დაცვაც კი არ აქვს. მეტიც, საბერეების კალთასთან, ძეგლიდან 300 მეტრში კაპიტალური ფერმაც ააშენეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფერმის აშენებაზე გაცემული ნებართვის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. მათ არც ვანდალიზმის ბოლო ფაქტების შესახებ სმენიათ და არც კლდეში ნაკვეთი ძეგლის კონსერვაციის თანამედროვე, საიმედო ტექნოლოგიის შესახებ იციან.

დღის ამბები