კომპანია ზიმო ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც საქართველოში ბიუჯეტის თანხას იღებენ, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ჯერ არ დაუსრულებიათ. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ პროექტების დასრულების დაგვიანება, ქვეყნის ბიუჯეტისთვის მომგებიანია, რადგან შემსრულებლები ყოველ დაგვიანებაზე ჯარიმდებიან. გარდა დაზოგილი თანხისა, ირკვევა, რომ ერთ-ერთი ხიდს, რომლის შეკეთების ვალდებულება კომპანია ზიმომ საკუთარ თავზე აიღო, სასწრაფო შეკეთება 3 წლის წინ ესაჭიროებოდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ზიმო საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გიგანტური ხეების გადატანით არის დაკავებული ისევე, როგორც შპს გზა, რომელსაც ბათუმში გზებისა და ჭების შეკეთება შარშან უნდა დაესრულებინა.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გადავადება დამატებითი საქმის გაჩენის გამო განხორციელდა.
ასევე დაუსრულებელია კომპანია ანაგის მიერ დაწყებული პროექტი, ბათუმში 2-დარბაზიანი სპორტკომპლექსი, რომელშიც წელს ხელბურთში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო.
ავტორი:აკაკი გოგიჩაიშვილი.