18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ენერგეტიკის სამინისტროსთან დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აქციას მართავს

ენერგეტიკის სამინისტროსთან დუშეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის, ხანდოს, ჭართალის, ოშპიტელისა და ფასანაურის, მოსახლეობა აქციას მართავს. ფასანაურის მაცხოვრებლები დასახლებულ პუნქტში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოსახლეობის თქმით, ქსანი-სტეფანწმინდის ხაზის არსებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სოფელს ეკოლოგიური კატასტროფა და დაავადებების ზრდა ელის.

სამუშაოებს კომპანია Energotrans ახორცილებს.

დღის ამბები