სასამართლო პროცესის შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე მისმა ადვოკატებმა მონახულეს. მათ მომავალი პროცესისთვის დაცვის სტრატეგია უნდა შეათახმონ.
დღეს ადვოკატებმა პირველად განაცხადეს, რომ რამდემე კვირის წინ პროკურატურამ დეკანოზს აღიარება და თანამშრომლობა შასთავაზა.
„თანამშრომლობას სთავაზობდნენ გამოძიებასთან და გარკვეულ პირებს დაასახელებდა და მისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნებოდა შესაძებელი, რომ გაკეთებულიყო,“ - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატების თქმით, პროკურატურა მამა გიორგი მამალაძეს უდანაშაულო ადამიანებზე ხელის დადებას თხოვს. საუბარია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ძმისშვილზე, მეუფე დიმიტრიზე და პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსზე, სოსო ოხანაშვილზე.
„ის, რომ პროკურატურა ითხოვდა უდანაშაულო ადამიანებზე დაედო ხელი, ეს არის უკანონო, თორემ შეთავაზების გაკეთებაში უკანონო არაფერია. შეთავაზებაში საუბარია იმაზე, რომ თითქოს მამა გიორგი მამალაძე არის დამნაშავე და ეს 2 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.