18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ხმაური ბათუმში - 11-12 მარტს მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით დაკავებული 16-ვე ბრალდებული პატიმრობაში რჩება

ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით დაკავებული 16-ვე ბრალდებული პატიმრობაში რჩება. დაკავებულთა ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მან მასობრივ არეულობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულები ისევ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულთა პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ადვოკატები უკანონოდ და ტენდენციურად აფასებენ. თავად მოსამართლემ კი განმარტა, რომ ამ ეტაპზე აღმკვეთის შეცვლის საფუძველი ვერ დაინახა.

აღკვეთის გარდა, მოსამართლემ დღეს ორივე მხარის წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზეც იმსჯელა. უფლებათა დამცველებს მიაჩნიათ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების ქმედებას გამოძიებამ თავიდანვე არასწორი კვალიფიკაცია მისცა.

დღესვე ბათუმის სასამართლოში წინასასამართლო სხდომა ორი არასრულწლოვნის მიმართ იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი გადაიდო. სასამართლოში ასევე არ იყო წარმოდგენილი ერთი ბრალდებული, რომელიც ამ დროისთვის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გადის. 15 ბრალდებულის მიმართ საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის სასამართლოში 19 მაისიდან დაიწყება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

დღის ამბები