18 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
უფასო სასადილოები და "ახალი საქართველოს" კვლევა - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობს

ოპოზიცია პროკურატურისგან თბილისის ბიუჯეტიდან უფასო სასადილოების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის მიზნობრიობის შესწავლას ითხოვს. პარტია ახალი საქართველო მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროვებს, თუმცა მანამდე მერიაში დეტალების გასარკვევად მისული პარტიის წევრები სოციალურ სამსახურში არ მიიღეს.

პარტიის წევრებმა 63 უფასო სასადილოს საქმე შეისწავლეს. მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ თბილისის მერია 39 ათასზე მეტი მიუსაფარი ადამიანის გამოსაკვებად წელიწადში 8 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს, თუმცა მონიტორინგის პროცესში ოპოზიციის წევრების ინფორმაციით, უფასო სადილით რეალურად მხოლოდ მათი ნაწილი სარგებლობს, ხარჯები კი სრულად ათვისებულია. ახალი საქართველოს წევრები სავარაუდო კორუფციულ სქემაზე პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

მერიის სოციალური სამსახურის უფროსი  ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. 

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ კორუფციულ სქემაში, საკრებულოს რამდენიმე წევრია ჩართული. მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებიც არიან.  

ავტორი: ნატა კვირჩილაძე. 

დღის ამბები