18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის მიმდინარეობს არა მხოლოდ ოკუპაციის ხაზთან, არამედ მიმდინარეობს ჩვენს რწმენაში - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, კონკრეტულად არ ისაუბრა, თუმცა მან რუსეთის ოკუპაციასა და საქართველოს მოქალაქეების მტკიცედ დგომას გაუსვა ხაზი. 

„ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის მიმდინარეობს არა მხოლოდ ოკუპაციის ხაზთან, არამედ მიმდინარეობს ჩვენს რწმენაში, რომ ჩვენ არ შევეგუოთ ამ ისტორიულ უსამართლობას. იცოდეთ, რომ დღეს თითოეული ნაბიჯი, რომელიც იდგმება ოკუპანტის მიერ, არის იმისთვის, რომ თქვენ გატყდეთ და რამენაირად ტვინში დაუშვათ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა მისაღებია,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები