30 სექტემბერი 2024,   23:31
ვრცლად
გამოიკვეთა პროვოკაციების მცირე ჯაჭვი და მთავარია, არ ავყვეთ - ირაკლი კობახიძე ე.წ. ღამის მგლებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მცირე პროვოკაციების ჯაჭვი განხორციელდა. მან რუსი ბაიკერების, ე.წ. ღამის მგლების წევრების მიერ საქართველოში შემოსვლაზეც ისაუბრა. პარლამენტის თვამჯდომარის აზრით, მსგავსი ტიპის პროვოკაციებზე საქართველოს მოქალაქეები  არ უნდა წამოეგონ.

„გამოიკვეთა ერთგვარი მცირე ჯაჭვი პროვოკაციების. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ეს მცირე ჯაჭვი პროვოკაციების, ზოგადად, მაგრამ მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არცერთ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს,“ - განაცხადა ირკალი კობახიძემ.

დღის ამბები