02 მაისი 2024,   03:53
ვრცლად
უბედური შემთხვევა ტყიბულში - მინდელის მაღაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ტყიბულში, ქვანახშირის მომპოვებელ ერთ ერთ შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 4 მეშახტე სიმაღლიდან გადმოვარდა.

ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. 

როგორც შსს-ში რუსთავი2-ს განუცხადეს, ამ ეტაპზე მათთვის არაფერია ცნობილი. 

ამ დროისთვის მაღაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 

 

დღის ამბები