ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენელი, რუსლან ბუცხრიკიძე, რომელიც მინდელის მაღაროში მუშაობს, მომხდარ ფაქტზე რუსთავი2-თან საუბრობს.
პროფკავშირის წარმომადგენლის თქმით, მეშახტეები 350-400 მეტრის სიღრმეზე ჩავარდნენ და ვარაუდობს, რომ ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩებოდა.
რუსლან ბუცხრიკიძე სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და სამაშველო სამუშაოების დასრულებას ელოდება.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება არ მომხდარა და მეშახტეები სიმაღლიდან სარემონტო სამუშაოების დროს ჩაცვივდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.