18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
საქართველო საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულში მონაწილეობს

8-დან 14 მაისამდე საქართველო საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულში აქტიურად მონაწილეობს. თუმცა, ის პროექტი, რომლითაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია წელს ამ მოძრაობაში ჩაერთო, ორიგინალურ მიდგომას გულისხმობს და სიჩქარის მოყვარულთა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად განსხვავებული სივრცე და შესაძლებლობა ეძლევათ.

უსაფრთხო მოძრაობის მსოფლიო კვირეულს საქართველო მეოთხე წელია შეუერთდა, მსოფლიოში კი ეს ცხოვრების წესია, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ვიდეორგოლი კი წლიდან წლამდე უფრო იხვეწება და უფრო ვარსკვლავური ხდება. წელს სიჩქარის კონტოლისკენ მსოფლიოს ფერნანდო ალონსო, ფელიპე მასა, ანტონიო გრიზმანი, ფარელ უილიამსი, რაფაელ ნადალი და სხვა ვარსკვლაბვები მოუწოდებენ.

დღის ამბები