ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებებთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა მათი აზრი უნდა გაითვალისწინოს და ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ წაართვას.
„ვფიქრობ, ამ მთავრობას უნდა, ხალხს ამის უფლება წაართვას, პრეზიდენტის არჩევის უფლება, რადგან მათ გადაწყვიტეს, რომ ხალხის ხმები თვითონ მიითვისონ, რაც ძალიან ცუდია,“ - აცხადებს ბათუმის ერთ-ერთი მცხოვრები.
მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქვეყნის პირველი პირის არჩევა საზოგადოებას წინასაარჩევნოდ გარკვეულ ბენეფიტებს აძლევს, რადგან ამ პერიოდში პოლიტიკოსები მათი გულის მოგებას ცდილობს და, თუ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება, მოქალაქეები ამასაც ვერ მიიღებენ.