ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინშნეს. გმირთა ხეივანში ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ქალაქში ამჟამად 26 ვეტერანია. თითოეულ მათგანს აჭარის მთავრობა 300 ლარს გადასცემს. ღონისძიებას ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს მიულოცეს. ღონისძიება ვეტერანებისადმი მიძღვნილი ბანკეტით დასრულდება.