18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
მაი ხეკაცა, მაი! - აჭარის მოსახლეობა სოციალურ პრობლემებსა და ივანიშვილის ჰობიზე საუბრობს

აჭარაში მოსახლეობა საკუთარ პრობლემებზე საუბრობს. სოციალურად დაუცველები ფიქრობენ, რომ დღეს ქართულ ოცნებას მხოლოდ საკუთარი ჯიბე და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ხეები აინტერესებს.

„ყველაფერს უნდა ივანიშვილს, მისი იყოს, პრეზიდენტიც, პარლამენტიც, ყველა პარლამენტარი და მან უნდა მართოს ქვეყანა. იქით ხე აქვს გამზადებული, მზიურში და უნდა გადაკეტოს გზები, რომ წაიღოს, მაი ხეკაცაი, ხეკაცაი,“ - ამბობს აჭარის ერთ-ერთი მცხოვრები.

არჩევანთან საუბრისას ადამიანები აცხადებენ, რომ აჭარაში ახლა არაფერი კეთდება და პოლიტიკოსებს ხალხი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ.

„როგორც შევხვდით ლამაზად, ახლა ლამაზად გავაცილოთ,“ - აცხადებს ერთ-ერთი რესპოდენტი.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ სოციალური დახმარება მოუხსნეს და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. რესპოდენტთა უმრავლესობა გასული 5 წლის მმართველობით უკმაყოფილოა, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვითა და უფასო სახელმძღვანელოებით კმაყოფილები არიან.

ბათუმის მახლობლად, დასახლება ოცნების ქალაქში კი ოჯახები მუყაოს სახლებში ცხოვრობენ, თუმცა დახმარებას სახელმწიფოსგან მაინც არ იღებენ.

დღის ამბები