18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
რაც მქონდა, დღეს იმის ნახევრის ნახევარი არ მაქვს, ვარ ძალიან გაბრაზებული - თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, პრობლემებზე საუბრობენ

„თავისუფლად სიარული აღარ შემიძლია, მეშინოდა, პოლიციელს რამე არ ჩაედო ჯიბეში,“ - გადაცემა არჩევანის რესპოდენტები თბილისში და ზოგადად საქართველოში, ბოლო წლებში წინ წამოწეულ პრობლემებზე საუბრობენ.

თბილისის მარცხენა სანაპიროზე რესპოდენტები აცხადებენ, რომ მათ უკვე გვიან ღამით გარეთ გასვლის ეშინიათ და არც პოლიციის თანამშრომლებს ენდობიან.

„რაც მქონდა შემოსავალი, დღეს იმის ნახევრის ნახევარი არ მაქვს, ვარ ძალიან გაბრაზებული,“ - აცხადებს ერთ-ერთი რესპოდენტი.

თბილისელები სამუშაო ადგილების არარსებობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ვალებში ცხოვრობს.

გამოკითხულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართულ ოცნებას პრობლემების მოსაგვარებლად 5 წელიწადზე მეტი დრო სჭირდება.

უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავენ.

 

 

ავტორი: თეა ადეიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები