18 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ტყიბულის შახტიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ტყიბულის შახტიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები, რომელიც 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია.

სამთო მაშველებთან ერთად ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი. ასევე ადგილზე რჩებიან ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. 

 უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გუშინ, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა, როცა მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოსწყდა და შახტში ჩავარდა. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

დღის ამბები