17 მაისი 2024,   08:10
ვრცლად
რუსთაველის თეატრის სახურავიდან მამაკაცი გადმოხტომას ცდილობს

ამ წუთებში თბილისის ცენტრში, რუსთაველის თეატრთან პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. თეატრის შენობის სახურავზე მამაკაცი იმყოფება, რომელიც გადმოხტომას აპირებდა.  შენობაზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მის ჩამოყვანას ცდილობენ. 

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს ზუსტად სუიციდის მცდელობა და მისი  მიზეზები. თვითმხილველთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს მამაკაცი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ის   ფილმ "ჰეროკრატიაში" ეპიზოდურ როლს ასრულებდა. ასევე არ გამორიცხავენ, რომ ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყოს.  

შსს-ში ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება.  

დღის ამბები