18 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
მეტრო "წერეთლის" მუშაობა დროებით შეჩერებულია - მიზეზად ესკალატორების გათიშვას ასახელებენ

მეტრო წერეთლის  მუშაობა დროებით შეჩერებულია. როგორც რუსთავი2-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროს მუშაობის შეჩერების მიზეზი ესკალატორების გათიშვა გახდა.

სატრანსპორტო კომპანიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას მეტროში განხორციელებული ევაკუაციის შესახებ. განმარტავენ, რომ მატარებლების გადაადგილება არ შეფერხებულა, მეტრო სადგურმა მგზავრთა ახალ ნაკადის მიღება შეზღუდა, უკვე ბაქანზე მყოფმა  მოქალაქეებმა კი მგზავრობა უპრობლემოდ შეძლეს. 

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე  ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. მათივე ცნობით, შეფერხება 10:00 საათისთვის დაფიქსირდა. 

როდის აღდგება მეტრო წერეთლის მუშაობა, კომპანიაში ვერ აზუსტებენ. 

დღის ამბები