30 სექტემბერი 2024,   23:34
ვრცლად
”გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!” - გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კონფერენცია

”გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!” - ასეთი იყო მთავარი გზავნილი გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალურ კონფერენციაზე.

შეხვედრაზე საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს. შეხვედრას შს და გარემოს დაცვის მინისტრები, მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნის ასამაღლებლად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საგანმანათლებლო ღონისძიებები იგეგმება.

კონფერენცია ორგანიზაციამ - საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის - გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად გამართა.

დღის ამბები