დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად შიდა ქართლში 180 დევნილს გრანტი გადასცა. დაფინანსებული პროექტები დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა მოინახულა.
გრანტით დევნილებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ფუტკრის სკების შეძენა შეეძლოთ. პროგრამა ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 დოლარს შეადგენს.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი ოჯახი დაფინანსდა.
“პროგრამა გულისხმობს დავეხმაროთ განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს. აქ არიან მარტოხელა დედები, 25 წლამდე ახალგაზრდები, შშმ პირები და ა.შ.“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.