18 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
დაპირისპირება პარლამენტის წინ - დაკავებულია რამდენიმე მეანაბრე

დაპირისპირებითა და რამდენიმე ადამიანის დაკავებით დასრულდა საპროტესტო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე. საფინანსო კომპანია საქართველოს დაზრალებული მეანაბრეები დღეს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რასაც სამართალადმცველებთან შელაპარაკება მოყვა.

დაზარალებულები სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის კომპენსაციას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც დკავებეულები არიან გადაყვანილი.

„ხალხი იხოცება, თვითმკვლელობით დაამთავრეს სიცოცხლე, იხოცება, მშივრები ვართ, ხალხო, დროზე დააბრუნონ თანხები. გამოძიება მიდის კუს ნაბიჯებით. გვაიძულებენ, რომ გავიქცეთ საქართველოდან,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დაპირისპირების დროს 2 ადამიანი შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის 4 მონაწილეა დაკავებული, თუმცა დაზარალებულები აცხადებენ, რომ პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა.

ფაქტზე საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის აღძრული, რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დაკავებული პირების მიმართ აღკვეტის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები