თბილისში რიგით მეექვსე ყოველწლიური ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი ტარდება, სადაც მონაწილეობას ორი ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებენ.
ფორუმის მიზანია, ჩამოყალიბდეს ნახევრად ფორმალური პლატფორმა საქართველოსა და გერმანიის სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის.
„ვსაუბრობთ ბევრ თემაზე, მათ შორის საქართველოს მცდელობაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. ასევე ეკონომიკურ თემებზე და მრავალ სხვა საკითხზე,“ - განაცხადა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ტომას შრაპელმა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ამ სახის ფორუმები ორმხრივი თანამშრომლობის და ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია.