შსს-მ საფინანსო კომპანია საქართველოს 2 დაზარალებული მეანაბრე გაათავისუფლა. ორივე ქალბატონი რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე პოლიციამ დაპირისპირებების დროს დააკავა.
აქციის მონაწილეები ამჯერად ვარკეთილში იმყოფებიან, სადაც 2 დაკავებული გამოუშვეს და ახლა დიღმის მიმართულებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისკენ მიემართებიან, სადაც, როგორც თავად ამბობენ, აქციის კიდევ 3 დაკავებული მონაწილეა გადაყვანილი.
საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულებმა დღეს თბილისში, ძველი პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველი გამზირის გადაკეტვა სცადეს.
შსს-ის ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 4 პირი, დაზარალებული მეანაბრეები კი აცხადებენ, რომ დაპირისპირებების დროს პოლიციამ მეტი ადამიანი აიყვანა.
დღეს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.