ამ წუთებში მცხეთის საქალაქო სასამართლო, ფასანაურში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 4 პირის საქმეს ერთდროულად განიხილავს. ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არიან დაკავებულები.
ხოლო 2 პირის საქმეს, რომლებიც 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს რაც, პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, მათი პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.
აღნიშნული 2 პირიდან, სავარაუდოდ ერთ-ერთი ის მოქალაქეა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ქვა სპეცტექნიკას ესროლა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომელმაც ხანდოს ხეობიდან ფასანაურის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეთა დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ხანდოს ხეობაში დაპირისპირება მოხდა. ტერიტორიაზე პოლიციამ სპეცტექნიკის გაყვანის საშუალება არ მისცა და მოქალაქეებს წინააღმდეგობა გაუწია.
მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებდა, რასაც მოჰყვა კიდეც სამართალდამცველებთან დაპირისპირება.