დიღომში, პოლიციის მთავარ დეპარტამენტთან, საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულები აქციას განაგრძობენ, ისინი აქციის 3 მონაწილის დაკავებას აპროტესტებენ და მათ გამოშვებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.
დაცვის მხარის ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა და ამის თაობაზე ვიდეო მტკიცებულებას წარადგენენ.
„ისინი იქნენ დაკავებული უკანონოდ, რადგანაც იყო მშვიდობიანი აქცია და არსებობს კადრები, რომლებიც ტელევიზიამ გაუშვა და ჩვენც გვაქვს ტელეფონებზე ჩაწერილი, სადაც მამუკა ტუსკაძე არის დაკავებული, როდესაც ინტერვიუს აძლევს რამდენიმე ტელეკომპანიას და მას საპატრულო პოლიცია უგრეხს ხელებს, აკავებს და მიყავთ,“ - განაცხადა უფლებადამცველმა, გიორგი გელაძემ.
ამ დორისთვის დაკავებულებთან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი შევიდა.