18 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
დაკავებული 5 მეანაბრე და აქცია თბილისის სამმართველოსთან 

თბილისის მთავარ სამმართველოსთან, სადაც მეანაბრეების გუშინდელი აქციის დროს დაკავებულები არიან მოთავსებული, საპროტესტო აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულია 5 ადამიანი. მათგან 2 ქალი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მათ საკითხს საქალაქო სასამართლო დღეს გადაწყვეტს.

ადვოკატების ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად ერთ-ერთი დაკავებული შიმშილობს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ ცნობს. მას აქვს წაყენებული ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს შიმშილობას,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ლაბაძემ.

დღის ამბები